ახალი ამბები

დაცვის პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო

28 აპრილი, 2016 • 1223
დაცვის პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო

ტელეწამყვან შალვა რამიშვილის ინფორმაციით, 25 წლის ილია ელერდაშვილი დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს. რამიშვილი წერს, რომ დაზარალებული მისი თანამშრომელია. იგი ფეისბუკზე ვიდეოასაც აქვეყნებს, სადაც ინციდენტის ნაწილი ჩანს და ისმის პოლიციელთა მოქმედებებით უკმაყოფილო მოქალაქეების ხმა.

პროკურატურაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი