ახალი ამბები

მაჟორიტარმა დეპუტატმა და გუბერნატორმა სკოლა გახსნეს

20 ოქტომბერი, 2011 • 972
მაჟორიტარმა დეპუტატმა და გუბერნატორმა  სკოლა გახსნეს

ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა და იმერეთის გუბერნატორმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესტან ერთად, ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში სკოლა გახსნეს.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იმერეთის  გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ  და ტყიბულის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა პალიკო კუბლაშვილმა სოფელ მუხურაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 100 მოსწავლეზე გათვლილი საბაზო სკოლა გახსნეს.

“აღჭურვილია ახალი მერხებითა და სასწავლო ინვენტარით, აქვს საკონფერენციო დარბაზი, პროგრმა ,,აინშტაინის’’ ფარგლებში მოწყობილია საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, გახსნილია ინგლისური ენის კაბინეტი, ბიბლიოთეკა.2011 წლის განმავლობაში პირველად საქართველოში 12 ახალი სკოლა აშენდა და 400-მდე სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა”, –ნათქვამია სამინისტროს ინფრორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი