ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის შეთავაზებას, სავარაუდოდ დღეს უპასუხებენ

20 ოქტომბერი, 2011 • • 1022
საზოგადოებრივი მაუწყებლის შეთავაზებას, სავარაუდოდ დღეს უპასუხებენ
ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შეთავაზებაზე საპასუხო განცხადებას ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გაავრცელებს.

“საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის არაერთი შეთავაზების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ისევ უარს აცხადებს, მონაწილეობა მიიღოს არხის პოლიტიკურ თოქშოუში და დღემდე ჟურნალისტებთან ურთიერთობს შერჩევითობის პრინციპით. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადაა, უზრუნველყოს ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის პირდაპირი ეთერი, იმ შემთხვევაში, თუ ეს პრესკონფერენცია საერთოდ დაინიშნება და მასზე შეკითხვის დასმის საშუალება ექნება მედიის ყველა წარმომადგენელს და ივანიშვილი ამჯერად მაინც არ იმოქმედებს შერჩევითობის პრინციპით.
აქვე დავძენთ, რომ მაუწყებელი ძალაში ტოვებს პირველ შეთავაზებასაც და კვლავ იწვევს ერთ-ერთ პოლიტიკურ თოქშოუში ბატონ ივანიშვილს”,  ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მაუწყებლის ეთერში გამოსვლა ბიძინა ივანიშვილმა თავად მოითხოვა.

მაშინ  საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გია ჭანტურია და ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ირაკლი ტრიპოლსკი  ერთმანეთს შეხვდნენ, რომელზეც მაუწყებელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მზადაა, ეთერი დაუთმოს ივანიშვილს არსებული თოქშოუების ფარგლებში და ინტერვიუ პირდაპირ ეთერში გადასცეს მაუწყებლის სტუდიიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი