ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ცვლილებას თბილისის მერიასთან აპროტესტებს

27 აპრილი, 2016 • 1679
ნაციონალური მოძრაობა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ცვლილებას თბილისის მერიასთან აპროტესტებს

დღეს, 26 აპრილს, თბილისის მერიასთან ნაციონალური მოძრაობის წევრების აქცია მიმდინარეობს, რომლითაც თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ცვლილებაზე მერის განმარტებას ითხოვენ.

აქციის წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, ისინი შევიდნენ თბილისის მერიის შენობაში, სადაც თბილისის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. მისი თქმით, მერიისგან სურდათ მოესმინათ განმარტებები, თუ რატომ შეეცვალა ბოტანიკური ბაღს საზღვრები, თუმცა მერს არ აქვს განმარტებები და ისინი პირად შეურაცხყოფაზე გადადიან.

გამომდინარე იქიდან, რომ დედაქალაის მერსა და მთავრიბის წევრებს არ აქვთ არგუმენტები, მათ აირჩიეს სტრატეგია, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფით გადმოსულიყვნენ დეპუტატებზე, რასაც მოჰყვა დაპირისპირება. ცხადია, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ არანაირი არგუმენტი. ვერაფერს ვერ ეუბნებიან საზოგადეობას, ვერაფერს ვერ ეუბნებიან აქ შეკრებილ ადამიანებს”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მანამდე გაარძელებენ პროტესტის ამ ფორმას, სანამ ბოტანიკური ბაღი ძველ საზღვრებს არ დაუბრუნდება.

აქცია დღეს, 9 საათზე დაიწყო. მერიასთნ მობილიზებულია პოლიცია. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მერიის შენობასთან მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ რაც მერიის შენობასთნ მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის მანქანა გამოჩნდა.

აქციის მონაწილეები შეეცადნენ, რომ მანქანა არ შეეშვათ მერიის შნენობაში, რასაც მოჰყვა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის.

აქცია უკავშირდება თბილისის ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილებას, რომლის შედეგადაც 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაეცა იმ კომპანიას, რომელიც ფლობს ბიძინა ივანიშვილის სახლს სოლოლაკში. ბოტანიკური ბაღის დირექტორის განმარტებით, მათ სანაცვლოდ იმავე ფართობის სხვა ნაკვეთი გადაეცათ, რომელსაც ბოტანიკური ბაღის კოლექციის შევსებისათვის გამოიყებენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი