ახალი ამბები

ანონსი – 27 აპრილი

27 აპრილი, 2016 • 1642
ანონსი – 27 აპრილი

10 : 00 საათზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, გიგლა აგულაშვილი მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური ბრიფინგს გამართავს. მინისტრი აშშ-ში ვიზიტის შედეგებს შეაჯამებს. შეხვედრის ადგილი: გულუას ქ. N 6

10:30-ზე “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, 20/30-ის წვერი მიხეილ დუნდუა ბრიფინგს გამართავს. თემები: ხარჯვითი პოლიტიკის საკითხები, რეფერანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები, ეროვნული ვალუტა, მიმდინარე ეკონომიკური საკითხები. მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული

11:00 საათზე, რუმს ჰოთელ თბილისში (მის: მერაბ კოსტავას ქუჩა 14) ,,ქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა” გიწვევთ პლატფორმის დაფუძნების პრესკონფერენციაზე.

11:00-ზე “პირველ პრესკლუბში” პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის წარმომადგენლები: თაკო გულბიანი, ნინო ასანიძე და გიორგი ჭიჭინაძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ახალი პოლიტიკური კვლევა. მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

11:30-ზე “პირველ პრესკლუბში” უფლებადამცველები: გრიგოლ გაგნიძე და ლაშა სტურუა ბრიფინგს გამართავენ. თემა: სამართლიანობის აღდგენის სამართლებრივი პრობლემები და მათი გამოსწორების გზები. მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

12:00 საათზე, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია საზოგადოებას საარჩევნო ადმინისტრაციის 2015 წლის ანგარიშს წარუდგენს. პრეზენტაციას პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან. პრეზენტაცია გაიმართება სასტუმროში „თბილისი მარიოტი“
მის:.ქ.თბილისი, რუსთაველის გამზ.#13

12:00 საათზე ავტობანის გორის მონაკვეთზე მდებარე „ვისოლის“ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის ტერიტორიაზე „ვისოლი“„გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!“ კამპანიის ფარგლებში საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად მძღოლებს უსაფრთხო მგზავრობისკენ სიმბოლური სატესტო გარბენებით (Test Drive) მოუწოდებენ.

13:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში, რეგიონული სასწრაფო დახმარებისთვის გადასაცემ 20 ახალ მანქანას დაათვალიერებს. მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი; (ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი)

14:30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.

15:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.

მასალების გადაბეჭდვის წესი