ახალი ამბები

მანჯგალაძე: ივანიშვილს უფლება აქვს, პრეზიდენტს მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით მიმართოს

18 ოქტომბერი, 2011 • • 1105
მანჯგალაძე: ივანიშვილს უფლება აქვს, პრეზიდენტს მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით მიმართოს
პრეზიდენტის პრეს–სპიკერის თქმით, სამართლებრივად ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა საქართველოს კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაშია.
– “რაც შეეხება სამართლებრივ ნიუანსებსა და გადაწყვეტილებებს, მინდა გითხრათ, რომ სამართლებრივად ეს საკითხი საქართველოს კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაშია. თუმცა, ასევე, ივანიშვილს აქვს უფლება, მიმართოს პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით,” – განაცხადა მანჯგალაძემ.
თუ რა გადაწვეტილებას მიიღებს ამ შემთხვევში მიხეილ სააკაშვილი, მანჯგალაძეს არ დაუკონკრეტებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი