ახალი ამბები

„მე გზას ვუთმობ სასწრაფოს“ – სოციალურ აქცია მძღოლებისთვის

26 აპრილი, 2016 • 3066
„მე გზას ვუთმობ სასწრაფოს“ – სოციალურ აქცია მძღოლებისთვის

„მე გზას ვუთმობ სასწრაფოს“ – თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ და შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ მხარდაჭერით, სოციალურ აქციას იწყებს.

„აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მძღოლებს, გზა დაუთმონ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, რათა მათ დროულად შეძლონ პაციენტამდე მისვლა. თითოეული წუთი, დაკარგული გზაში, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. ასეთი სახის აქცია ერთგვარი შეხსენებაა მძღოლებისთვის, რომ ხმოვანსიგნალიანი მანქანისთვის გზის დათმობა პაციენტის დახმარებას ნიშნავს,“ – აცხადებენ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.

სტიკერები ამ სლოგანით თბილისში მოძრავ ავტობუსებზე უკვე გაკრულია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, აქციას მალე სამარშრუტო მიკროავტობუსები და ტაქსის რამდენიმე კომპანიაც შეუერთდება.

ცენტრი მზადაა, მიაწოდოს შესაბამისი ზომის სტიკერები მსუბუქი ავტომობილების მფლობელებს, რათა მათაც შეძლონ აქციაში მონაწილეობის მიღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი