ახალი ამბები

ეროვნულ კინოცენტრს ზურაბ მაღალაშვილი უხელმძღვანელებს

26 აპრილი, 2016 • 2975
ეროვნულ კინოცენტრს ზურაბ მაღალაშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ეროვნულ კინოცენტრს ზურაბ მაღალაშვილი უხელმძღვანელებს.

მაღლაშვილი კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა დღეს, 26 აპრილს წარადგინა.

კულტურის მინისტრმა კინოცენტრის დირექტორი სამ კანდიდატს– მარინა ხოხლენკო-კარტრაიდერს, გაგა ჩხეიძესა და ზურაბ მაღალაშვილს შორის შეარჩია. ეს სამი კანდიდატურა მინისტრს საკონსულტაციო საბჭომ წარუდგინა 13 კანდიდატიდან.

კონკურსში თვდაპირველად 13 კანდიდატი მონაწილეობდა: დოლიძე ზვიად, კალანდარიშვილი ნათია, კალტრაიდი ხოხლენკო მარინა, კერესელიძე მარინა, კიტია ლევანი, კოლელიშვილი ზაზა, მაღალაშვილი ზურაბ, მაღლაკელიძე დინარა, მახარაშვილი ნიკოლოზი, ცაავა გენო, ცერცვაძე თინათინი, ციცაგი შორენა, ჩხეიძე გაგა.

25 მარტს ნანა ჯანელიძეს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე უფლებამოსილების სამწლიანი ვადა ამოეწურა.

კონკურსი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სამინისტრომ 2016 წლის 29 მარტს გამოაცხადა.  საკონკურსო პირობების მიხედვით, კანდიდატს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 წლის მმართველობითი მუშაობის გამოცდილება, ორგანიზატორული უნარ-ჩვევები და მენეჯმენტის საფუძვლების ცოდნა, გუნდური მუშაობის გამოცდილება, ადამიანური რესურსების მართვა და კომუნიკაბელურობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი