ახალი ამბებირეკლამა

ჰოერლე გუგენჰაიმი და მისი თანამედროვე არტი თბილისში

25 აპრილი, 2016 • 1553
ჰოერლე გუგენჰაიმი და მისი თანამედროვე არტი თბილისში

თანამედროვე ხიდი ნიუ-იორკსა და თბილისს შორის

 ფილიპ ჰოერლე გუგენჰაიმის  თანამედროვე ხელოვნების გალერეის კოლექციის ნამუშევრების ნიუ-იორკიდან საქართველოში ჩამოტანა „სილქ როუდ ჯგუფის“ ინიციატივით მოხდა. 23 აპრილს  გამოფენის პრეზენტაცია სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა, რომელსაც კურატორი თავად დაესწრო. საკუთარი გალერეა წარმოშობით ფრანგმა გუგენჰაიმმა 2014 წელს დააარსა. „ჩვენი მთავარი მისიაა,  აღმოვაჩინოთ დამწყები მხატვრები და მათი ნამუშევრები უკვე კარგად ცნობილი მხატვრების გვერდით გამოვფინოთ. ასეთმა განსხვავებულმა ხედვამ ჩვენს  გალერეას წარმატება მოკლე დროში მიუტანა. “ – ამბობს ჰოერლე-გუგენჰაიმი. მისი ამბიციური და მრავალფეროვანი გამოფენები ხაზს უსვამს ესთეტიკისა და კონცეპტუალურობის მნიშვნელობას. მისი გალერეა მასპინძლობს თანამედროვე ხელოვნების გავლენიან ფიგურებს.

თბილისში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილია ისეთი მხატვრების და ფოტოგრაფების ნამუშევრები, როგორებიც არიან :  მასიმო აგოსტინელი, ვილიამს კორმონა, ფრანც კლაინზეკი, კონორ მაქქრიდი, ნუნსიო პაცი, ჰუან მიგელ პალაციო, აბდულა ქანდილი, ნელსონ საიერსი, მაიქლ ტურჩინი, მაქს ვიდემენი და დომინგო ზაპატა, რომლის სახელიც საყოველთაოდ არის ცნობილი.

(დომინგო ზაპატა)

(დომინგო ზაპატა)

ესპანელ-ამერიკელი ხელოვანის მხატვრული სტილი ნეოექსპრესიონიზმს უახლოვდება. ის ქმნის ფერწერულ ნამუშევრებს და  ქანდაკებებს. მისი სახელი იმითაც არის განთქმული, რომ ის მაიკლ ჯექსონის სიმღერების თანაავტორია. საქართველოში ზაპატას  5 ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენა-გაყიდვა სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ორი კვირა გაგრძელდება, შემდეგ კი წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გადაინაცვლებს.

ფილიპ ჰოერლე გუგენჰაიმი

ფილიპ ჰოერლე გუგენჰაიმი

უახლოეს მომავალში თბილისში, ვარდების მოედანზე  ჰოერლე-გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების გალერეის გახსნა იგეგმება. ამ პროექტში ჰოერლე გუგენჰაიმის პარტნიორი კომპანია „სილქ როუდ ჯგუფია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი