ახალი ამბები

სტუდენტების აქცია “არა პოლიციურ რეჟიმს!” თსუ-ს I კორპუსთან მიმდინარეობს [ფოტო/ვიდეო]

25 აპრილი, 2016 • 1212
სტუდენტების აქცია “არა პოლიციურ რეჟიმს!” თსუ-ს I კორპუსთან მიმდინარეობს [ფოტო/ვიდეო]

დღეს, 25 აპრილს, 18:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ აუდიტორია 115-ის აქცია დაიწყო, სახელწოდებით “არა პოლიციურ რეჟიმს!”.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ოდეერებმა დატოვონ უნივერსიტეტები, რადგან მათი არსებობა საგანმანათლებლო სივრცეში ზღუდავს უნივერსიტეტების ავტონომიურობას.

დღეს, 25 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ აუდიტორია 115-ის საპროტესტო აქცია, “არა პოლიციურ რეჟიმს” – გაიმართა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ აუდიტორია 115 თავისუფალი აკადემიური სივრცისთვის იბრძვის და უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერების არსებობას აპროტესტებს.

“მოხდეს იმ ფაქტების გამოძიება, რაც ზეწოლის სახით განხორციელდა ჩვენს სტუდენტებზე. შეწყდეს ეს პროცესი და უნივერსიტეტი დატოვონ ოდეერულმა ელემენტებმა, რომელიც დღესაც არიან დასაქმებულები,” -ამბობს კუპრაძე.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ანა-მარია ბრეგაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ტერორზეა დაფუძნებული. მისივე თქმით, სახელმწიფოს არ სურს საზოგადოებას თავისი აზრის გამოხატვა თავისუფლად შეეძლოს:

“ჩვენ პროტესტს გამოვთქვამთ და ვფიქრობთ, რომ ეს პოლიციური რეჟიმი, ეს სისტემა, რომელიც ასეთ ძალადობას ანიჭებს ლეგიტიმაციას, უნდა დაინგრეს.”

აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ მოაწყონ მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობამდე.

"აუდიტორია 115"-ის აქცია "არა პოლიციურ რეჟიმს" 25.04.2016

“აუდიტორია 115”-ის აქცია “არა პოლიციურ რეჟიმს” 25.04.2016

მასალების გადაბეჭდვის წესი