ახალი ამბები

WHO-ის ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკაში ზიკას ვირუსის შემთხვევები შემცირდა

25 აპრილი, 2016 • 1310
WHO-ის ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკაში ზიკას ვირუსის შემთხვევები შემცირდა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე ზიკას ვირუსის შემთხვევებმა იკლო.

როგორც WHO-ის გენერალურმა დირექტორმა, მარია-პაულა კიენამ პარიზის სამეცნიერო კონფერენციაზე შეკრებილებს განუცხადა, ვირუსის გავრცელების არეალი შემცირდა ბრაზილიაში, კოლუმბიასა და კაპე ვერდეში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2007 წლის 1-ლი იანვრიდან 2016 წლის 21 აპრილამდე ზიკას ვირუსის შემთხვევები 66 ქვეყანაში დაფიქსირდა. აქედან 2015 წლამდე კოღოს ნაკბენით ვირუსის გადატანის შემთხვევა 45 ქვეყანაში აღირიცხა, ხოლო ადამიანიდან ადამიანზე- 17 ქვეყანაში. 2015 წლამდე ამ ქვეყნებში მკვლევარებს ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაუფიქსირებიათ. ორგანიზაციის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ ქვეყნების სიას ახალი წევრები აღარ ემატება.

ვირუსის მატარებელი მწერის ნაკბენი ფეხმძიმე ქალებში ნაყოფის ანომალიას იწვევს. ახალშობილები მიკროცეფალიით იბადებიან. მოკროცეფალია არის იშვიათი მდგომარეობა, როდესაც ჩვილს არანორმალურად პატარა თავი აქვს. მიკროცეფალიას იწვევს ტვინის პათოლოგიური განვითარება მუცლად ყოფნის დროს ან ბავშვობის ეტაპზე. ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ბრაზილიაში მსგავსი 1168 შემთხვევა დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი