ახალი ამბები

დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ჩემპიონია

24 აპრილი, 2016 • 2022
დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ჩემპიონია

დღეს, 24 აპრილს, ფოთში, პარკი არენაზე საქართველოს 27-ე ჩემპიონატის 26-ე ტურის შეხვედრაში დინამო თბილისმა ადგილობრივი კოლხეთი დაამარცხა და უმაღლესი ლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

დინამო თბილისი კოლხეთთან გამარჯვებით პირველობის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე მეტოქეთათვის მიუწვდომელია და საქართველოს საუკეთესო გუნდი მეთექვსმეტედ გახდა.

30 აპრილს, 27-ე ტურის შეხვედრაში, დინამო თბილისი სამტრედიას უკვე ჩემპიონის სტატუსით ეწვევა. უმაღლესი ლიგის სატურნირო გრაფა 26-ე ტურის შემდეგ ასე გამოიყურება:

დინამო თბილისი ჩემპიონია - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი