ახალი ამბები

სტუ-ს ოთხი ლექტორი შიმშილობის აქციას დროებით წყვეტს

24 აპრილი, 2016 • 1692
სტუ-ს ოთხი ლექტორი შიმშილობის აქციას დროებით წყვეტს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორთა ნაწილი შიმშილობას დროებით წყვეტს. ორკვირიანი პროტესტის გაგრძელებას მხოლოდ ერთი მათგანი, ფირალ კობიაშვილი გეგმავს. როგორც ისინი აცხადებენ, გადაწყვეტილება სასულიერო პირების საერთო მიმართვის საფუძველზე მიიღეს და შიმშილობის აქცია, სავარაუდოდ, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ გაგრძელდება.

ლექტორები ძველ მოთხოვნებთან ერთად, ამ ეტაპზე უნივერსიტეტში რეფერენდუმის ჩატარებასაც ითხოვენ, რათა დადგინდეს, უნივერსიტეტის რა ნაწილი უჭერს რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის თანამდებობაზე დარჩენის საკითხს.

ტექნიკური უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორი, არჩილ ფრანგიშვილი 18 იავნარს გამართული არჩევნების შედეგად აკადემიურმა საბჭომ მესამე ვადით აირჩია ამ თანამდებობაზე. ლექტორთა ნაწილი აპროტესტებს სტუ-ის აკადემიური საბჭოს 5 წევრისა და უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნებსაც. მათი თქმით, ეს პირებიც, რექტორის მსგავსად, მესამე ვადით არიან არჩეული და ეს ყველაფერი უკანონოდ მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი