ახალი ამბები

ანონსი – 23 აპრილი

22 აპრილი, 2016 • 1890
ანონსი – 23 აპრილი

წარმოგიდგენთ 23 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

09:30 – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) მოწვეული პროფესორები აბიტურიენტებს ორდღიან სემინარს – STEM აკადემიას ჩაუტარებენ. მონაწილეებს სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი პროფესორი კენ უოლში მიმართავენ. მისამართი: ტექ პარკი, ოქროყანა (ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია ვარდების მოედნიდან დილის 9 საათზე).

10:00-დან 18:00 საათამდე – ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში მდებარე ამბულატორიის შენობაში მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება. აქციაში ჩაერთვებიან თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები: ნევროპათოლოგები, რევმატოლოგები და ანგიოლოგები. ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ამ აქციით და მიიღოს კვალიფიციური ექიმის კონსულტაცია. სოფლებიდან მოსახლეობის ტრანსპორტირებას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს.

11:00 – თბილისის მერი დავით ნარმანია მონაწილეობას მიიღებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ ორგანიზებულ გამწვანების აქციაში, რომლის ფარგლებშიც 9 აპრილის ბაღში კოლხური ჯიშის კონუსისებრი და მრგვალი ფორმის ბზები დაირგვება. მისამართი: 9 აპრილის ბაღი საკონტაქტო პირი: ეკა კოჭლამაზაშვილი – 577770677.

11:00 – 26 მაისის მოედანზე, „მაკდონალდსის“ გვერდით სკვერში, თანამოქალაქეებო, პარტიზანი მებაღეების მიერ დარგულ ახალ ნარგავებს მოუვლიან. აქციის მონაწილეები ქალაქის განვითარების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას გააპროტესტებენ.

11:00 – ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ლევან თარხნიშვილის და გივი თარგამაძის პრესკონფერენცია გაიმართება. 23 აპრილს, 11.00 საათზე, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში პრესკონფერენციას გამართავს, სადაც საზოგადოებას 24 აპრილს დაგეგმილი საყოველთაო შეკრების დეტალებს გააცნობს. მოძრაობა დააანონსებს შეხვედრას და მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას, თუ რატომ არის აუცილებელი თითოეული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის მონაწილეობა. მისამართი: ჭოველიძის ქ. #10. საკონტაქტო პირი ანა ტოტლიკაშვილი – 595221999.

12:00 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსათვის“, უკრაინული დიასპორისა და უკრაინის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით, ქართულ-უკრაინული კულტურული ღონისძიება „უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე“ გაიმართება. მისამართი: თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, კიევის ქუჩა. საკონტაქტო პირი: ნათია ღვინაშვილი – 599021110.

12:00 – “პირველ პრესკლუბში” ქალაქ ქუთაისის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ქალაქ ქუთაისში ბოლო პერიოდში გახმაურებული 2 სადაო მშენებლობა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.

12:00 – მახათის მთაზე მშენებარე ეკლესიასთან განახორციელდება საგაზაფხულო გამწვანების აქცია, რომელიც მიეძღვნება ქართულ-ამერიკული მეგობრული ურთიერთობის 24 წლის აღსანიშნავ საიუბილეო თარიღის. აქციის ფარგლებში დაირგვება იფანის და საპნის ხის ნერგები. ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია ქ.თბილისის მერია და აშშ-ის საელჩო. საკონტაქტო პირი: ილია ზუკაკიშვილი, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი – 597345500.

13:00 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინიციტივო ჯგუფის წარმომადგენლებს. ადგილი.: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მისამართი: უზნაძის 52.

13:00 –  „მემარცხენე ალიანსის„ ცენტრალურ ოფისში პარტიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯმუხაძე ბრიფინგს გამართავს თემაზე: „მის მკერდი 2016“ – დაცინვა თუ მხარდაჭერა. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი მობ – 598700642.

14:00 – სამოქალაქო მოძრაოებებისა და ორგანიზაციების გაერთიანება „ერთად“ თავისუფლების მოდენიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიამდე გამართავს მშვიდობიან საპროტესტო მსვლელობას პროექტ “პანორამა თბილისის” წინააღმდეგ.

14:00 – არტ-თერაპიისა და სხვადსახვა თერაპიული აქტივობის ცენტრი „ფელიქსი“კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შენობაში, თაბუკაშვილის #5 გამართავს საქველოქმედო გამოფენა-გაყიდვას. გამოფენაზე გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება საქართველოს სოლიდარობის ფონდში და მოხმარდება სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების

14:30 – მარნეულის კულტურის ცენტრში, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო’’ ფარგლებში, თანამედროვე მწერლები – გიორგი ლობჟანიძე, გურამ მეგრელიშვილი და ოქტაი ქაზუმოვი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.

15:00 – ბუკიას ბაღში ჩახუტების აქცია გაიმართება, რომელიც შემდეგ უკვე იპოდრომის მიმართულებით გადაინაცვლებს.

15:00 – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ცნობილი მომღერალი ეროს რამაზოტი თბილისში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. ღონისძიებას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი და კულტურის განვითარების ფონდის წარმომადგენელი ეკა კუპრეიშვილი.

15:00 – შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წელი, უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან კი 400 წელი სრულდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ამ ორი კლასიკოსი მწერლის შემოქმედების პატივსაცემად პროექტი „შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან საქართველოში” განხორციელდება. ხელოვნების სასახლეში პროექტისა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების პრეზენტაცია გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი