ახალი ამბები

ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა

22 აპრილი, 2016 • 2548
ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა

ყაზანის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილი რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრთან, ჰასან ხალმურზაევთან ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ყველა შეხვედრა იპონით მოიგო.

დღეს, ავთანდილ ჭრიკიშვილის გარდა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მედლები მოუტანეს ნუგზარ ტატალაშვილმა (ბრინჯაო), ესტერ სტამმა (ვერცხლი) და ლაშა შავდათუაშვილმა (ვერცხლი).

ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა. ჯამში, ქართველმა ძიუდოისტებმა ორ დღეში 5 მედალი მოაგროვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი