ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა

22 აპრილი, 2016 • 1594
ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა. ქართველი ძიუდოისტი ოქროს მედალთან ახლოს იყო, თუმცა ბოლო წამებზე მსაჯისგან მეოთხე გაფრთხილება მიიღო, რაც მისი მეტოქის წარმატებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ოლიმპიური ჩემპიონი აზერბაიჯანელ სპორტსმენს რუსტამ ორუჟოვს დაუპირისპირდა და ერთი ვაზარით ბოლო მომენტამდე ლიდერობდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე მსაჯებმა მეოთხედ გააფრთხილეს. შედეგად, ოქროს მედალი აზერბაიჯანელ ძიუდოისტს დარჩა.

ქართველი სპორტსმენი მისი გაფრთხილების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ემოციურად აპროტესტებდა, თუმცა მსაჯს აზრი აღარ შეუცვლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი