ახალი ამბები

ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთი პირი დააკავეს

22 აპრილი, 2016 • 1003
ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთი პირი დააკავეს

დღეს, 22 აპრილს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული სტუდენტი არ არის. იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების მიხედვითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

შსს-ს განმარტებით, დაკავებული ტექნიკურ უნივერსიტეტშi მიმდინარე აქციის მონაწილე არ ყოფილა.

ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორები უნივერსიტეტში შიმშილობენ, ისინი რექტორ არჩილ ფრანგიშვილის გადადგომას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი