ახალი ამბებიხელოვნება

დემნა გვასალია Balenciaga-ს ისტორიაში პირველად კოლექციას კაცებისთვის შექმნის

22 აპრილი, 2016 • 1761
დემნა გვასალია Balenciaga-ს ისტორიაში პირველად კოლექციას კაცებისთვის შექმნის

97-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, მოდის სახლი Balenciaga კაცის ტანსაცმლის კოლექციას შექმნის. იდეა Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორს, დემნა გვასალიას ეკუთვნის. გვასალია პირველ კოლექციას 2017 წლის პარიზის მოდის კვირეულზე წარადგენს.

მოდის კრიტიკოსთა შეფასებით, დემნა გვასალია შეძლებს ახალი კოლექციით საკუთარი ბრენდის Vetements ხელწერა შეიტანოს Balenciaga-ს სტილში. მოდის სახლის განცხადებით, ახალი შოუ თანამედროვე მოდის ახალ საზღვრებს მონიშნავს.

დიზაინერი ბრენდთან გასული წლის ოქტომბრიდან თანამშრომლობს. იგი ჯერ ბელგიაში მუშაობდა, შემდეგ კი პარიზში, ლუი ვიტონის მოდის სახლში.

მასალების გადაბეჭდვის წესი