ახალი ამბები

ძლიერი ქარის გამო თბილისის აეროპორტში ფრენები არ შესრულდა

22 აპრილი, 2016 • 1299
ძლიერი ქარის გამო თბილისის აეროპორტში ფრენები არ შესრულდა

ღამით ძლიერი ქარის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები გადაიდო. სტამბულიდან თბილისისაკენ მომავალი 4 რეისი, ავიაკომპანია “თურქიშ ეარლაინზის” გადაწყვტილებით, არ შესრულდა. აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სხვა ყველა ფრენა გეგმისამებრ შესრულდება.

დღეს სარეაბილიტაიო სამუშაოების გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დილის 10:00 სთ-დან, 20:00 სთ-მდე დაიკეტება, ამიტომ დღის განმავლობაში რეისები დაგეგმილი არ არის.

საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, თბილისში ძლიერი ქარის გამო მთელი ღამის განმავლობაში დაახლოებით 100-მდე გამოძახება დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი