ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აქცია ერევანში ლავროვის ვიზიტის წინააღმდეგ [Video]

22 აპრილი, 2016 • 1366
აქცია ერევანში ლავროვის ვიზიტის წინააღმდეგ [Video]

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის პარალელურად, სომხეთის დედაქალაქში 21 აპრილს რუსეთის საელჩოსკენ მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა და სხვადასხვა შეძახილებით აქცია გამართეს.

ნეტგაზეთისთვის მომზადებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ მომიტინგეები რუსეთის საელჩოსთან სამართალდამცავებსაც დაუპირისპირდნენ.

აქცია ისე დასრულდა, რომ პოლიციას არც ერთი მომიტინგე არ დაუკავებია.

მომიტინგეებმა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსპარანტები წარწერებით “ლავროვ-სიკტირ”[ლავროვ – წადი, შენი], “ხელები შორს არწახისგან [მთიანი ყარაბაღი]”, “არა რუს სამშვიდობოებს” და ა.შ.

აქცია ერევანში ლაროვის ვიზიტის პარალელურად რუსეთის საელჩოსთან; 21.04.2016; ფოტო: ნეტგაზეთი/მარუტ ვანიანი

ლავროვის ერევანში შეხვედრების ერთ-ერთი თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უნდა ყოფილიყო. ამავე საკითხთან დაკავშირებით აპრილის დასაწყისში, ყარაბაღში ესკალაციის პარალელურად, ლავროვი ბაქოსაც ესტუმრა.

შესაბამისად, სომხეთში მოქალაქეთა ნაწილი რუსეთს ორმაგ თამაშში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ რუსეთი, თუკი სომხეთს პარტნიორად მიიჩნევს, აზერბაიჯანისთვის იარაღს არ უნდა ყიდდეს. ასევე, მათი აზრით, კონფლიქტის დარეგულირების რუსეთის სამშვიდობო გეგმა აზერბაიჯანისთვის გარკვეული ტერიტორიების შესაძლო გადაცემას ითვალისწინებს.

რუსეთის საელჩოსთან აქცია რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ ერევანში 13 აპრილსაც გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი