ახალი ამბები

სასამართლომ ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო

21 აპრილი, 2016 • 1418
სასამართლომ ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო

თბილისის #6 ბაღის ყოფილი დირექტორის, თამარ ბაქრაძის განცხადებით, საქალაქო სასამართლომ ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. მოსამართლემ განმარტა, რომ მოსარჩელეებმა სასამართლოს ინდივიდუალურად არ მიმართეს და საქმის მოცულობა დიდია. ბაქრაძის თქმით, ისინი გადაწყვტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მარტში თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღის დირექტორი თანამდებობიდან აუდიტის სამსახურის მიერ გაკეთებული დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს. თბილისის ბაღების სააგენტო მათ თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებაში ადანაშაულებს, რაც სააგენტოს აზრით, დაკავებულ თანამდებობასთან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობაზე მიუთითებს. ყოფილმა დირექტორებმა სააგენტოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების გადაწყვეტილება მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი