ახალი ამბები

შელაპარაკების შედეგად სამარშრუტო ხაზის მძღოლი მსუბუქად დაჭრეს

21 აპრილი, 2016 • 1170
შელაპარაკების შედეგად სამარშრუტო ხაზის მძღოლი მსუბუქად დაჭრეს

დღეს, 21 აპრილს, ვაზიანი-თბილისი სამარშრუტო ხაზის მძღოლი მსუბუქად დაიჭრა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

შსს-ს ცნობით, სამარშრუტო ხაზის მძღოლი მძღოლებს შორის შელაპარაკების შედეგად დაიჭრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი