ახალი ამბები

ტექნიკურ უნივერსიტეტში შექმნილი მდგომარეობა განათლების სამინისტროსთან გააპროტესტეს

21 აპრილი, 2016 • 1369
ტექნიკურ უნივერსიტეტში შექმნილი მდგომარეობა განათლების სამინისტროსთან გააპროტესტეს

საქართველოს განათლების სამინისტროს წინ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ლექტორებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა- ,,ხალხის ხმა”, ,,ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია”- აქციით ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს.

აქცია 14 საათზე დაწყო. აქციის მონაწილეები ტექნიკურ უნივერსიტეტში ცვლილებებსა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას მოითხოვენ.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა, გიორგი აბაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ აუდიტორიები ზამთარში არ თბება, არ არის სისუფთავე და უნივერსიტეტი არაჰიგიენურ მდგომარეობაშია. მისი თქმით, მტვრის გამო სტუდენტს, რომელსაც ასთმა აწუხებს, შეტევა დაემართა.

აბაშვილის თქმით, უნივერსიტეტში არიან პრივილეგირებული სტუდენტები – თვითმმართველობა. მისი თქმით, სტუდენტური თვითმმართველობის წევრები შედიან უნივერსიტეტის სისტემაში და ცვლიან ლექტორების დაწერილ ნიშნებს, რაშიც ადმინისტრაცია ხელს არ უშლის.

აბაშვილს მიაჩნია, რომ არჩილ ფრანგიშვილი უნდა გადადგეს.

ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ ერთი სტუდენტი, გიორგი ჯაფიაშვილი,რომელიც აქციაზე მივიდა,  ამბობს, რომ უნივერისტეტში არის არაერთი “ოდეერი”, ხორციელდება სიტყვიერი ზეწოლა სტუდენტების მიმართ.

“იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას ევროკავშირში უნდა გაწევრიანება და ასეთი რამ ხდება, ეს მიუღებელია, ჩვენ გვინდა პროგრესი”, – განაცხადა გიორგი ჯაფიაშვილმა.

სტუდენტი ამბობს, რომ არჩილ ფრანგიშვილი უნდა გადადგეს თანამდებობიდან, რადგან 2009 წლიდან არის რექტორი და უნივერსიტეტში არაფერი შეცვლილა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე მეათე დღეა ლექტორები შიმშილობენ მოთხოვნით, რომ გადადგეს არჩილ ფრანგიშვილი, რომელიც, მათი თქმით, უკანონოდ არის არჩეული უკვე მესამე ვადით.

IMG_2830

განათლების სამინისტროსთან ტექნიკურ უნივერსიტეტში შექმნილი ვითარება გააპროტესტეს

მასალების გადაბეჭდვის წესი