ახალი ამბები

პრემიერი: საქართველოში არავის გააჩნია სტალინის პერიოდის მიმართ სიმპათია

21 აპრილი, 2016 • 1443
პრემიერი: საქართველოში არავის გააჩნია სტალინის პერიოდის მიმართ სიმპათია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში იოსებ სტალინის მმართველობის პერიოდის მიმართ მოქალაქეებს სიმპათია არ გააჩნიათ და ამ თემის სერიოზულად განხილვა არ არის საჭირო:

“რაც შეეხება სტალინის ძეგლებს, არ ვფიქრობ, რომ სტალინი ოდესმე მნიშვნელოვან ფიგურად იქცევა საქართველოში პოლიტიკური და სოციალური დღის წესრიგის კუთხით. მოქმედებს კანონი სტალინის პერიოდის მემკვიდრეობის წინააღმდეგ; სტალინის ძეგლების აღმართვა კანონით ისჯება. არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხს სერიოზულად უნდა მივუბრუნდეთ, რადგან საქართველოში არავის გააჩნია სტალინის პერიოდის მიმართ სიმპათია,” – განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა

პრემიერი დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით წარდგა და PACE-ის წევრთა შეკითხვებს უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი