ახალი ამბები

21 აპრილს ფესტივალი “წიგნი და მუსიკა” გაიხსნება

21 აპრილი, 2016 • 1401
21 აპრილს ფესტივალი “წიგნი და მუსიკა” გაიხსნება

21 აპრილს, 14 საათზე თბილისის „ივენთ ჰოლში“  ქართული წიგნის ფესტივალი „წიგნი და მუსიკა“გაიხსნება.  ღონისძიება 21 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

კულტურის სამინისტროს ცნობით, 4 დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ წიგნები დიდი ფასდაკლებით, დაესწრონ წიგნების პრეზენტაციებს და მოისმინონ ცოცხალი მუსიკა.

ფესტივალი, რომელიც მეორედ ტარდება, წიგნისა და საავტორო უფლებებისდაცვის საერთაშორისო დღეს ეძღვნება.

ფესტივალის ფარგლებში მკითხველებთან შეხვედრებს გამართავენ დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, ეკატერინე ტოგონიძე, თამთა მელაშვილი, თამარ კვიჟინაძე, მერაბ ფიფია, ანა ჭაბაშვილი.

ფესტივალის მთავარ სცენაზე კონცერტებს გამართავენ მუსიკოსები და ბენდები: The Bear Fox, წერილი, მწვანე ოთახი, შოთა ადამაშვილი, Backwarmer, რეზო კიკნაძე, Soft Eject Systems, Lady Heroine, The Window, Blue Sun, The Black Marrows.

ფესტივალის განრიგი:

21 აპრილი

• 14:00 სთ – ფესტივალის ოფიციალური გახსნა

• 15:00 სთ – ანა ჭაბაშვილი და მიხეილ ანთაძე – მიხეილ ჭაბაშვილის „მოგონებები“

• 17:00 სთ – თამთა მელაშვილი – „აღმოსავლეთით“

• 18:00 სთ – რეზო კიკნაძე ♪ ♫

• 19:00 სთ – The BearFox ♪ ♫

22 აპრილი

• 15:00 სთ- შოთა ადამაშვილი ♪ ♫

• 16:00 სთ – ლაშა ბუღაძე – „კორექტურა“

• 17:00 სთ – Soft Eject Systems ♪ ♫

• 18:00 სთ – შეხვედრა ჟურნალ „ინდიგოს“ ავტორებთან

• 19:00 სთ – Green Room ft. Dato Lomidze ♪ ♫

23 აპრილი

• 13:00 სთ – დავით დეფი -“მეფე პოეტი”

• 14:00 სთ – თამუნა კვიჟინაძე – საუბრები ნორვეგიული ლიტერატურაზე

• 15:00 სთ – ეკა ტოგონიძე – „მომისმინე“

• 16:00 სთ – The Window ♪ ♫

• 17:00 სთ – მერაბ ფიფია – ჟოზეფ კესელის „დღის ლამაზმანი“

• 18:00 სთ – Lady Heroine ♪ ♫

• 19:00 სთ – Backwarmer ♪ ♫

24 აპრილი

• 13:00 სთ – ელისო ჩუბინიშვილი – „ვარსკვლავური მდინარე“

• 14:00 სთ – Blue Sun ♪ ♫

• 15:00 სთ – დათო ტურაშვილი – „სხვა ამსტერდამი“

• 16:00 სთ – იმპრინტი „ვიტამინი“ – პრეზენტაცია

• 17:00 სთ – The Black Marrows ♪ ♫

• 18:00 სთ – Expecto Patronum ♪ ♫

• 19:00 სთ – წერილი ♪ ♫

მასალების გადაბეჭდვის წესი