ახალი ამბები

ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.234 ლარი ღირს

20 აპრილი, 2016 • 1425
ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.234 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 21 აპრილისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.234 ლარი ღირს. 19 აპრილისთვის დადგენილ კურსთან შედარებით ლარი 0.0083 ერთეულით გამყარდა.  რაც შეეხება ევროს, ლარი 0.0016 ერთეულით გამყარდა და 1 ევროს ღირებულება 2.5392 ლარია.

ამასთან, 2016 წლის 20 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.2324 შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი