ახალი ამბებიხელოვნება

ლიტერატურული პრემიის “ლიტერა” გამარჯვებულები

20 აპრილი, 2016 • 2046
ლიტერატურული პრემიის “ლიტერა” გამარჯვებულები

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ 2016 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ:

წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი – ნინო სადღობელაშვილი – „განძის თეატრი“ („ინტელექტი“);

წლის საუკეთესო დებიუტი – ნანა ექვთიმიშვილი – „მსხლების მინდორი“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“);

წლის საუკეთესო პოეტური კრებული – ბესიკ ხარანაული – „ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს“ („ინტელექტი“) და ზვიად რატიანი – „შენთვის შეიძლება“ („დიოგენე“);

წლის საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი – დათო ქარდავა – „ესავის ხელები“ („ინტელექტი“);

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი – სერია „ამერიკელები“ („დიოგენე“); ყდის დიზაინი: ბესიკ დანელია.

თითოეულ გამარჯვებულს საპრიზო თანხა 5000 ლარი გადაეცა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს დააარსა. ორგანიზატორთა თქმით, პრემიის შექმნის მიზანი ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურებაა. სხვა ლიტერატურულ პრემიებთან ერთად ახალი კონკურსის არსებობა ხელს შეუწყობს ავტორების მოტივაციას წერისა და განვითარებისათვის.

კონკურსში მონაწილეობის უფლება 2015 წელს საქართველოში წიგნად ან ელექტრონულად გამოცემულ ყველა ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებს ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი