ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჯორჯ და ამალ კლუნებს ერევანში ელოდებიან

20 აპრილი, 2016 • 1449
ჯორჯ  და ამალ კლუნებს ერევანში ელოდებიან

ადვოკატ ამალ კლუნის და მსახიობ ჯორჯ კლუნის სომხეთის დედაქალაქში ელოდებიან. ჯორჯ კლუნიმ 24 აპრილს ერევანში საერთაშორისო პრემიის Aurora Prize for Awakening Humanity ლაურეატი უნდა გამოაცხადოს.

აღნიშნული პრემია სომხეთსა და რუსეთში მოღვაწე მეწარმემ, რუბენ ვარდანიანმა, აშშ-ის კომპანიის Flagship Ventures დირექტორმა, ნუბარ აფეიანმა და კარნეგის კორპორაციის წარმომადგენელმა, ვართან გრეგორიანმა დააწესეს.

პრემია ყოველ წელს ერევანში 24 აპრილს გაიცემა და მიენიჭება იმ ადამიანებს, ვინც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად რისკავს.

პრემიის ლაურეატი პრიზის სახით 100 ათას აშშ დოლარს მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი