ახალი ამბები

ივანიშვილი: “მიშა, ბრეჟნევს დაემსგავსე!”

12 ოქტომბერი, 2011 • • 1118
ივანიშვილი: “მიშა, ბრეჟნევს დაემსგავსე!”

ბიზნესმენმა ბიძინა ივანშვილმა დღეს, 12 ოქტომბერს, გამოქვეყნებულ ღია წერილში პირადად მიმართა და პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა. ივანიშვილი ასევე წერს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორი-სამი თვის შემდეგ მან პრეზიდენტს პირველად ურჩია, გადამდგარიყო.

“ქართველი ხალხი სულგრძელი, მიმტევებელი ხალხია და გაპატიებს, რაც შეგეშალა. გადადგომა შენ საშუალებას მოგცემს, არა მარტო გააგრძელო შენს ქვეყანაში ცხოვრება, არამედ გააგრძელო პოლიტიკური საქმიანობაც _ ვწერდი სააკაშვილს.

მიშა, შენ ის მიშა ხარ, ხელისუფლებაში რომ მოხვედი და აღმაშენებლის საფლავზე დაიფიცე, რითაც საქართველოს მიანიშნე, რომ აღმაშენებლობას აპირებდი, მაგრამ დრო გავიდა და აღმაშენებლის ნაცვლად ბრეჟნევს დაემსგავსე, ბრეჟნევის ეპოქას მიუახლოვდი.

ამის დასტურია თუნდაც შენი ბოლო შეხვედრა თელაველებთან, სადაც დაქირავებული ტაშის დამკვრელები კახელების სახელით გიკრავდნენ ტაშს და _ მიშა! მიშას! გაყვიროდენ.

შენ და შენი გუნდი ქართველი კაცისათვის წმინდათაწმინდას, ეკლესიასაც კი შეეხეთ და მხცოვანი პატრიარქი, ეს ბრძენი ადამიანი უკიდურესად მძიმე სიტუაციაში ჩააყენეთ.

იმის ნაცვლად, რომ დახმარებოდით პატრიარქს, ეკლესიის შიგნით სულმოკლე ადამიანების ძებნა და მათი მოქრთამვა და მოსყიდვა დაიწყეთ.

შეჩერდი, მიშა, შენ უფსკრულის პირას დგახარ და შეჩერდი!

მე შენთვის არასოდეს მომიცია ჩემი პირადი ინტერესებით ნაკარნახევი რჩევა და ახლაც ჩემი კი არა, შენი ინტერესებიდან გამომდინარე გეუბნები ამას – გადადექი!“

ბიძინა ივანშვილის განცხადების მნიშვნელოვან მონაკვეთებს ნეტგაზეთი პერიოდულად გამოაქვეყნებს.

ამავე თემაზე:

ივანიშვილი “ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტს ჯაშუშობაში ამხელს

ქართველი მილიარდერის საქართველოს მოქალაქეობა

ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი პრეზიდენტის გადასაწყვეტია

ივანიშვილმა მოქალაქეობის შეწყვეტის ამბავი ჟურნალისტებისგან გაიგო

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

პირველი არხი ივანიშვილს საეთერო დროს დაუთმობს

ივანიშვილს ტელეკომპანიების შეძენა სამმაგ ფასად სურს

5.5 მილიარდით საქართველოს პოლიტიკაში








მასალების გადაბეჭდვის წესი