ახალი ამბები

საქართველოს პოზიცია პრესის თავისუფლების შესახებ რეიტინგში გაუმჯობესდა

20 აპრილი, 2016 • 1322
საქართველოს პოზიცია პრესის თავისუფლების შესახებ რეიტინგში გაუმჯობესდა

საერთაშორისო ორგანიზაციის, “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” [Reporters Without Borders] ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველომ, 2015 წელთან შედარებით შედეგი 5 პოზიით გაიუმჯობესა. მსოფლიო რეიტინგში 180 ქვეყანას შორის საქართველო 64-ე ადგილს იკავებს.

კვლევის ავტორების განცხადებით, ბოლო პერიოდში განხორციელებულმა რეფორმებმა დახვეწა ქართული მედიალანდშაფტი. ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა შემცირდა, თუმცა ხშირია მუქარა. მაგრამ პროგრესის მიუხედავად, მედია კვლავ პოლარიზებულია. მედიასაშუალებების მეპატრონეები უმეტესად განსაზღვრავენ სარედაქციო პოლიტიკას. ტელევიზიების საკუთრების საკითხი კი სამომავლოდ მედიის პლურალიზმთან დაკავშირებით ეჭვს იწვევს.

რეიტინგში პირველ ადგილს კვლავ ფინეთი იკავებს. ორი პოზიციით დაწინაურდა ნიდერლანდების სამეფო და ამჟამად მეორე ადგილზეა. მესამე ადგილზე გადაინაცვლა ნორვეგიამ. წელს ათეულში მოხვდა კოსტა რიკა, რომელმაც 10 ადგილით წინ გადაინაცვლა. ასევე შვეიცარიამ შედეგი 13 პოზიციით გაიუმჯობესა.

მასალების გადაბეჭდვის წესი