ახალი ამბები

პარლამენტში დავით სერგეენკოს ანგარიშს ისმენენ

20 აპრილი, 2016 • 1198
პარლამენტში დავით სერგეენკოს ანგარიშს ისმენენ

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტროს  2015 წლის შესრულებული სამუშაოს და 2016 წლის სამომავლო გეგმების შესახებ ისმენენ ინფორმაციას.

სხდომის დაწყებამდე დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვა იმავე სტრატეგიით გაგრძელდება:

“საყოველთაო ჯანდაცვა გაგრძელდება იმავე სტრატეგიით, მიმდინარეობს მუდმივი რეფორმები, ამ ჩატარებული და მოსალოდნელი რეფორმების შესახებ საშუალება მექნება, პარლამენტს მოვახსენო.”

მისივე თქმით, სოციალური დახმარების სისტემა მუდმივ რეფორმას საჭიროებს:

“ეს სისტემა, მეთოდოლოგია საჭიროებს მუდმივ რეფორმას და ახალ გამოწვევებთან მორგებას. ბოლო წლებში, არა მარტო ბოლო 3 წელში, რამოდენიმე ჩატარდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ამის შესახებ დღეს მოვახსენებ პარლამენტს,”- აღნიშნა მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი