ახალი ამბები

საქართველოს გაეროს გენერალური მდივანი ეწვევა

20 აპრილი, 2016 • 1673
საქართველოს გაეროს გენერალური მდივანი ეწვევა

23-24 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი. ინფორმაციას ამის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მონაწილეობას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებში.

1994 წლის შემდეგ ეს გახლავთ გენერალური მდივნის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი თბილისის შემდეგ ვიზიტს სომხეთსა და აზერბაიჯანში გააგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი