ახალი ამბები

ლინგოფონის კაბინეტი ოზურგეთის სკოლაში

11 ოქტომბერი, 2011 • 1140
ლინგოფონის კაბინეტი ოზურგეთის სკოლაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტროს ინფორმაციით, დღეს, 11 ოქტომბერს, ოზურგეთის №5 საჯარო სკოლაში 20 000 ლარის ღირებულების ლინგოფონის კაბინეტი გაიხსნა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის №5 საჯარო   სკოლაში პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამა ,,ALUMNI-ის’’ ფარგლებში ლინგოფონის კაბინეტი მოეწყო.

„ოზურგეთის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ახალი სასწავლო წლიდან სპეციალურად შეძენილი  ინგლისური ენის შესწავლისათვის საჭირო პროგრამითაც ისარგებლებენ. პროგრამა  ენის სწავლების ეფექტურობის გაზრდას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას და მეტყველების განვითარებას ემსახურება.  ოზურგეთის №2 საჯარო   სკოლაში ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის წარჩინებული მეათეკლასელები სამინისტრომ პორტატული კომპიუტერებით დაასაჩუქრა. პრეზიდენტის საჩუქარი იმ მოსწავლეებმა  მიიღეს, რომელთაც  2010-2011 სასწავლო წელს  საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს.

პროექტი რამდენიმე წელია ხორციელდება და წელს პირველად, მოსწავლეები იმ პორტატული კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ, რომლებიც საქართველოში დამზადდა. ამიერიდან სამინისტრო ყველა წარმატებულ მოსწავლეს თუ სტუდენტს სწორედ  საქართველოში წარმოებული კომპიუტერებით წაახალისებს“,–ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი