ახალი ამბები

თბილისის მერიამ 15 დღეში მივლინებებში 23 ათას ლარზე მეტი დახარჯა

11 ოქტომბერი, 2011 • 1291
თბილისის მერიამ 15 დღეში მივლინებებში 23 ათას ლარზე მეტი დახარჯა

ონლაინ რესურს–ბაზამ –Opendata.ge –მ თბილისის მერიის სამივლინებო ხარჯები მიმდინარე წლის 8 სექტემბერს გამოითხოვა. დედაქალაქის მერიიდან მიღებული პასუხის შესაბამისად ირკვევა, რომ ქვეყნის გარეთ სამუშაო და ოფიციალური ვიზიტებისთვის დედაქალაქის მერიამ 25 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით 23 315 ლარი დახარჯა.

ყველაზე დიდი სამივლინებო ხარჯი –7 მილიონზე მეტი თბილისის მერიამ უკრაინაში ვიზიტისთვის გამოყო. დანარჩენ ქვეყნებს შორისაა გერმანია– 3 მილიონზე მეტი, პოლონეთი –3 მილიონამდე, დიდი ბრიტანეთი,– დაახლოებით 6 მილიონი, ლიტვა და ისრაელი –ჯამში 4 მილიონ ლარამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი