ახალი ამბები

ანონსი: 19 აპრილი

18 აპრილი, 2016 • 1117
ანონსი: 19 აპრილი

09:00 პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ატარებს სამუშაო შეხვედრას „ეროვნული დიალოგი საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ“

ბორჯომი, სასტუმრო “ქრაუნ პლაზა”

11:00 პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (ჩ  კორპუსი, III სართული)

11:00 სასტუმრო „თბილისი მერიოტში“  ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიცია (EPAC) და  არასამთავრობო ორგანიზაცია „კონკურენციის ცენტრი“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) მხარდაჭერით  გამართავენ  საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგს კონკურენციის პოლიტიკის შესახებ.

11:00 დევნილთა სამინისტროსა და აჭარის მთავრობას შორის  ეკომიგრანტთა ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე წვდომასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდება.  ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ  დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე.
მისამართი: ბათუმი,  გამსახურდიას ქ. N9 , აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობა

11:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია პრესკონფერენციას გამართავს

თემა: საარჩევნო თარიღის დანიშვნის საკითხი, საარჩევნო სამზადისი და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები

11:30 საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წარმომადგენლები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და კერძო კომპანიას შორის შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე მიუთითებს და ამასთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგს გამართავს

12:00 პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (ჩ კორპუსი, V სართული)

12:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი გლდანის რაიონის მოსახლეობასთან ერთად ბრიფინგს გამართავს.

13:00 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, „მის მკერდი 2016-ის“ ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: კონკურსის ორგანიზატორები ბაია პატარაიას ბრალდებას უპასუხებენ

14:00 პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (ჩ კორპუსი, V სართული)

15:00 თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი