ახალი ამბები

სულაკაურის გამომცემლობა ცნობილი კომიქსების თარგმნას იწყებს

18 აპრილი, 2016 • 2801
სულაკაურის გამომცემლობა ცნობილი კომიქსების თარგმნას იწყებს

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ცნობით, ალან მურისა და ფრენკ მილერის ცნობილ კომიქსებს ქართულ ენაზე თარგმნიან, რომლის გამოცემაც 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

მათი ინფორმაციით, მოლაპარაკება კომიქსების ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამომცემელთან, DC Entertainment-თან რამდენიმე თვის წინ დაიწყეს: “ერთი სული გვქონდა, როდის გავუმხელდით მკითხველს ამის შესახებ. და დღეს დადგა ამის დროც.”

სულაკაურის გამომცემლობა DC/Vertigo-ს პარტნიორი ხდება. მათი ცნობით, შეთანხმების პირველი ეტაპი მოიცავს ოთხ ნაწარმოებს, რომლის ქართულ ენაზე გამოცემაც 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყება. ნაწარმოებების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

 

  1. Batman: The Killing Joke – ავტორი: ალან მური
  2. V for Vendetta – ავტორი: ალან მური
  3. Batman: The Dark Knight Returns – ავტორი: ფრენკ მილერი
  4. Watchmen – ავტორი: ალან მური

 

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას მეორე ეტაპისთვის სურს, მკითხველს ნილ გეიმანის საკულტო სერია, The Sandman შესთავაზოს.

გამომცემლობაში იმედოვნებენ, რომ ამით საქართველოში კომიქსებისა და გრაფიკული რომანების კითხვის კულტურის ჩამოყალიბებაში საკუთარ წვლილს შეიტანენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი