ახალი ამბებიეკონომიკასაზოგადოება

ბახტაძე: მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციით თბილისი-ბათუმის გზა 1 საათით შემცირდება

18 აპრილი, 2016 • 2373
ბახტაძე: მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციით თბილისი-ბათუმის გზა 1 საათით შემცირდება

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის თქმით, მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებით ერთი საათით შემცირდება თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გზა. ამის თაობაზე ბახტაძემ დღეს, 18 აპრილს განაცხადა ხაშურის რაიონის სოფელ ბეჟათუბნის მახლობლად სარკინიგზო გვირაბის მიმდინარე სამშენებლო სამუშოების დათვალიერებისას. სამუშაოები ადგილზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმაც მოინახულა. აღნიშნული მშენებლობა თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზების ფარგლებში ხორციელდება. გვირაბის სიგრძე 1125 მეტრს შეადგენს. პროექტს ტენდერში გამარჯვებული „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ ახორციელებს.

პროექტს ტენდერში გამარჯვებული „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ ახორციელებს 18.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

პროექტს ტენდერში გამარჯვებული „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ ახორციელებს 18.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ გვირაბის მშენებლობაში 12 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და 300-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელი დასაქმდა. მთლიანი პროექტის ბიუჯეტი კი 260 მილიონ შვეიცარიული ფრანკია. ქუმსიშვილის თქმით, მოდერნიზაციის დასრულების შემდეგ გაიზრდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა, რაც სრულად შეავსებს იმ სატრანზიტო პოტენციალს, რომლიც საქართველოს გააჩნია. „ყველა იმ მიმართულებით, სადაც გვაქვს ტრანზიტის გაზრდის შესაძლებლობა, უნდა მოხდეს ინვესტიციის განხორციელება“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან თანხა არ იხარჯება და მას სრულად აფინანსებს საქართველოს რკინიგზა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად თბილისი-მახინჯაურის სარკინიგზო მაგისტრალზე ახალი გვირაბის სამშენებლო სამუშოები დაათვალიერა. 18.04.2016 ფოტო:ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გზა 1 საათით შემცირდება. ბახტაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში ტვირთბრუნვა შემცირდა, ეს კლება ნეგატიურად არ ასახულა რკინიგზის შემოსავლებზე. „საქართველოს რკინიგზას 2014-2015 წლებში ტვირთბრუნვის შემცირება არ ასახულა ჩვენს ფინანსურ შემოსავლებზე. საოპერაციო შემოსავლები გაიზარდა. 2016 წელს ველოდებით შემცირებას, თუმცა 2014-2015 წლებში მიღებული შემოსავალი გვაძლევს შესაძლებლობას, დათქმულ ვადებში ბოლომდე მივიყვანოთ აღნიშნული პროექტი,“ – ამბობს ბახტაძე. მამუკა ბახტაძის თქმით, მოდერნიზაცია მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარებისთვისაც და მისი დასრულება, პორტის მშენებლობის მსგავსად, 2019 წელს იგეგმება.

თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის გეგმის ფარგლებში, N 8-ე გვირაბის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება 18.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის გეგმის ფარგლებში, N 8-ე გვირაბის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება 18.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მოდერნიზაციის გეგმის ფარგლებში 6 ახალი გვირაბსი გაყვანა იგეგმება, რომელთაგან 3-ის მშენებლობა უკვე დასრულდა 18.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მოდერნიზაციის გეგმის ფარგლებში 6 ახალი გვირაბსი გაყვანა იგეგმება, რომელთაგან 3-ის მშენებლობა უკვე დასრულდა 18.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი