ახალი ამბები

შსს: პირს თურქეთიდან 67 აბი ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდა

18 აპრილი, 2016 • 1203
შსს: პირს თურქეთიდან 67 აბი ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს 51 წლის დალი ს, რომელსაც 67 აბი ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდა.

“სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 67 აბი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკი თურქეთში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა,”- აცხადებს შსს.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდნარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი