ახალი ამბები

პრემირ-მინისტრი აუდიტორია #115-ის წევრებთან შესახვედრად მივიდა

17 აპრილი, 2016 • 1309
პრემირ-მინისტრი აუდიტორია #115-ის წევრებთან შესახვედრად მივიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი თსუ-ს მე-6 კორპუსში გამაგრებულ სტუდენტებთან შესახვედრად მივიდა, თუმცა შიგნით შესვლა ვერ შეძლო. კვირიკაშვილმა ახლა უკვე აუდიტორია 115-ში გადაინაცვლა. შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისათვის ღია არ იქნება. პრემიერი სტუდენტებთან მარტო შევიდა.

სტუდენტური პროტესტი 16 აპრილს განახლდა. მათ დაიკავეს თსუ-ს მე-6 კორპუსი და მოაწყვეს აქცია-მსვლელობა საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან.

აუდიტორია 115-ის მოთხოვნები უცვლელი რჩება. ისინი კვლავ ითხოვენ სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმებას. მათი თქმით, უნვიერსიტეტებში სტუდენტთა წარმომადგენლობას უნდა ახორციელებდნენ საფაკულტეტო საბჭოებსა და სენატში არჩეული წევრები. “აუდიტორია 115″-ის მოთხოვნებს შორისაა რექტორისა და აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის ცვლილებაც. სტუდენტები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ე.წ ОДР-ების საკითხის გამოძიებასთან დაკავშირებით ითხოვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი