ახალი ამბები

“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” თავმჯდომარედ ზურაბ ჯაფარიძე აირჩიეს

16 აპრილი, 2016 • 2253
“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” თავმჯდომარედ ზურაბ ჯაფარიძე აირჩიეს

“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე იქნება. იგი დღეს, 16 აპრილს, ფილარმონიაში პარტიის დამფუძნებელმა ყრილობამ აირჩია.

გირჩმა დამფუძნებელ კრებაზე პოლიტიკური საბჭოც დაამტკიცა.

ფილარმონიაში “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” დამფუძნებელი ყრილობა მიმდინარეობს, რომელსაც თბილისში მცხოვრები, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონოდან ჩამოსული დელეგატები ესწრებიან.

პარტიის წევრები მათ სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრებიან.

“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი”  ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან 2015 წლის მაისში წასულმა დეპუტატებმა – ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ შექმნეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი