ახალი ამბები

აუდიტორია 115 მთავრობის კანცელარიისკენ მსვლელობით მიემართება [ფოტო]

16 აპრილი, 2016 • 2208
აუდიტორია 115 მთავრობის კანცელარიისკენ მსვლელობით მიემართება [ფოტო]

სტუდენტური მოძრაობის, აუდიტორია 115-ის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიამდე მსვლელობით მიემართებიან.

სტუდენტები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასა და განათლების სისტემის ძირეულ რეფორმებს ითხოვენ.

აუდიტორია 115-ის მსვლელობა 16.04.2016 ფოტო:ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თავდაპირველად აქცია 14:30-ზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაიწყო, სადაც გადაწყდა, რომ მოეწყობოდა მსვლელობა მთავრობის კანცელარიამდე.  აქციის მონაწილეები მოითხოვენ უნივერსიტეტის დაფინანსების გაზრდას. მოთხოვნებს შორის კვლავ რჩება სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმება. მათი თქმით, უნვიერსიტეტებში სტუდენტთა წარმომადგენლობას უნდა ახორციელებდნენ საფაკულტეტო საბჭოებსა და სენატში არჩეული წევრები. “აუდიტორია 115″-ის მოთხოვნებს შორისაა რექტორისა და აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის ცვლილებაც. გარდა ამისა, სტუდენტები ე.წ ОДР-ების საკითხის გამოძიებას ითხოვენ.

"აუდიტორია 115-ის" მიერ, თსუ-ის პირველ კორპუსთან დაგეგმილ აქციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ 16.04.2016 ფოტო:ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“აუდიტორია 115-ის” მიერ, თსუ-ის პირველ კორპუსთან დაგეგმილ აქციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ 16.04.2016 ფოტო:ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აუდიტორია 115-ის წევრებმა 16 აპრილს დილით უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი დაიკავეს. ისინი შენობაში ამ დრომდე რჩებიან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. შენობა კვლავ პიკეტირებულია – მეექვსე კორპუსის შესასვლელი კარი შიგნიდან მაგიდებით არის ჩახერგილი.

აუდიტორია 115 აცხადებს, რომ უკმაყოფილოა განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებათა პროექტით. ისინი აცხადებენ, რომ განათლების სამინისტრომ მათ შესთავაზა  მხოლოდ “კოსმეტიკური ცვლილებები” და არა ძირეული რეფორმა.

სტუდენტური მოძრაობა, "აუდიტორია 115-ის" წევრებმა თსუ-ის პირველი კორპუსის ფასადზე მათი მთავარი მოთხოვნის ამსახველი ბანერი გადმოკიდეს 16.04.2016 ფოტო:ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

სტუდენტური მოძრაობა, “აუდიტორია 115-ის” წევრებმა თსუ-ის პირველი კორპუსის ფასადზე მათი მთავარი მოთხოვნის ამსახველი ბანერი გადმოკიდეს 16.04.2016 ფოტო:ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არსებულ საგანმანათლებლო პოლიტიკას თსუ-ის პირველ კორუსთან აპროტესტებენ 16.04.2016 ფოტო:ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არსებულ საგანმანათლებლო პოლიტიკას თსუ-ის პირველ კორუსთან აპროტესტებენ 16.04.2016 ფოტო:ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არსებულ საგანმანათლებლო პოლიტიკას თსუ-ის პირველ კორპუსთან აპროტესტებენ 16.04.2016 ფოტო:ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არსებულ საგანმანათლებლო პოლიტიკას თსუ-ის პირველ კორპუსთან აპროტესტებენ 16.04.2016 ფოტო:ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი