ახალი ამბები

აუდიტორია 115-მა უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი დაიკავა [ფოტო]

16 აპრილი, 2016 • 4616
აუდიტორია 115-მა უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი დაიკავა [ფოტო]

თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტში დაარსებული სტუდენტური მოძრაობის, აუდიტორია 115-ის წევრებმა 16 აპრილს უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი დაიკავეს. მოძრაობის წევრები განათლების ძირეულ რეფორმას ითხოვენ.

შენობა პიკეტირებულია – მეექვსე კორპუსის შესასვლელი კარი შიგნიდან მაგიდებით არის ჩახერგილი. ამ დროისთვის შენობაში აუდიტორია 115-ის 20-მდე წევრი იმყოფება.

სტუდენტური მოძრაობა დღეს, 14:00 საათზე აქციის გამართვას გეგემავს.

აუდიტორია 115 აცხადებს, რომ უკმაყოფილოა განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებათა პროექტით. ისინი აცხადებენ, რომ განათლების სამინისტრომ მათ შესთავაზა  მხოლოდ “კოსმეტიკური ცვლილებები” და არა ძირეული რეფორმა.

“სახეწლმწიფომ მოგვატყუა. სტუდენტები გავმაგრდით მეექვსე კორპუსში. ჩვენ შეიძლება გვისაყვედუროთ, რატომ ვუშლით ხელს სასწავლო პროცესს. რელურად კი სასწავლო პროცესი აქ წლებია არ მიმდინარეობს. უნივერსოტეტში პრაქტიკულად მეცნიერება არ არსებობს, არ იქმნება ახალი ცოდნა. უნივერსიტეტი ორიენტირებულია, მოამზადოს კადრები ბიუროკრატიული აპარატისათვის. სტუდენტები და ლექტორები ამას ვეღარ შევეგუებით,”-აღნიშნულია ვიდეომიმართვაში, რომელიც მოძრაობის წევრებმა გაავრცელეს.

აუდიტორი115-მა თსუს მეექვსე კორპუსი დაიკავა. ფოტო ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აუდიტორი115-მა თსუს მეექვსე კორპუსი დაიკავა. ფანჯრიდან მოსჩანს, თუ როგორ არის ჩახერგილი მაგიდებითა და სკამებით უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის შესასვლელი. ფოტო ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

სტუდენტური მოძრაობა, "აუდიტორია 115-ის" წევრების ნაწილმა თსუ-ის მეექვსე კორპუსის პიკეტირება მოახდინა 16.04.2016 ფოტო ნეტგაზეთს მეექვსე კორპუსში მყოფმა აქციის მონაწილემ, გიორგი სოფრომაძემ მიაწოდა

სტუდენტური მოძრაობა, “აუდიტორია 115-ის” წევრების ნაწილმა თსუ-ის მეექვსე კორპუსის პიკეტირება მოახდინა 16.04.2016 ფოტო ნეტგაზეთს მეექვსე კორპუსში მყოფმა აქციის მონაწილემ, გიორგი სოფრომაძემ მიაწოდა

მასალების გადაბეჭდვის წესი