ახალი ამბები

კვირიკაშვილი: არ უნდა ვიყიდოთ ისეთი კლასის მანქანები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვყიდულობთ

15 აპრილი, 2016 • 1963
კვირიკაშვილი: არ უნდა ვიყიდოთ ისეთი კლასის მანქანები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვყიდულობთ

“არ უნდა ვიყიდოთ ისეთი კლასის მანქანები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვყიდულობთ,” – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 15 აპრილს, ტელეწამყვანებთან შეხვედრისას გააკეთა.

კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სექტორში ხელფასების დონე არ უნდა შემცირდეს. თუმცა, როგორც პრემიერი აცხადებს, მთავრობამ არ უნდა დაიქირაოს იმდენი ადამიანი, რამდენსაც დღეს ქირაობენ და არ უნდა იყიდონ ისეთი კლასის მანქანები, რომლებსაც დღეს ყიდულობენ.

“ხელფასების დონე არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევამციროთ. არ მინდა, ტყუილი დაპირება გავცე. პირიქით, შესაძლოა ზოგიერთ მიმართულებაში უფრო მეტი პროფესიონალები დაგვჭირდნენ. მაგალითად, ეს არის საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვადასხვა მიმართულებები, სადაც ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით ხელფასების დონით კერძო სექტორში იმავე მიმართულებებში ხელფასების დონეს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვინაიდან ამ ბაზარზე ვიმყოფებით, უნდა გადავუხადოთ ადეკვატური ხელფასი ადამიანებს, მაგრამ არ უნდა დავიქირაოთ იმდენი ადამიანი, რამდენიც დღეს გვყავს; არ უნდა ვიყიდოთ ისეთი კლასის მანქანები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვყიდულობთ,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი