ახალი ამბები

საქართველოში 280 მილიონ კუბურ მეტრამდე ტევადობის გაზსაცავის აშენებას 2020 წლისთვის გეგმავენ

15 აპრილი, 2016 • 1480
საქართველოში 280 მილიონ კუბურ მეტრამდე ტევადობის გაზსაცავის აშენებას 2020 წლისთვის გეგმავენ

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით, 2020 წლისათვის საქართველოში პირველი გაზსაცავი ამუშავდება, რომელიც, მთვარობის მოსაზრებით, ქვეყნის ენერგოსტაბილურობის გარანტი იქნება.

ენერგეტიკის სამინისტროსა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით, მიწისქვეშა გაზსაცავი სამგორის სახმრეთის თაღის საბადოს ტერიტორიაზე აშენდება.

გაზის კორპორაციის ცნობით, გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასში 210-280 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც დღევანდელი მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაკვეთით გაზსაცავის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების  საბოლოო ანგარიშზე მუშაობა დასრულდა. ის ჩაატარა ფრანგულმა კომპანია “ჯეოსტოკმა”, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა.

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, რომელიც 15 აპრილს გამართულ ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდა, განაცხადა, რომ გაზსაცავის აშენებას აქვს საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა, რომლითაც მოგვარდება ბუნებრივი აირის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული დისბალანსი.

მინისტრის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს, 2017 წლის დასაწყისში დაიწყება, ხოლო დასრულება 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.

“პროექტი იქნება დიდი გარანტი გაზმომარაგების სტაბილური და უწყვეტი პროცესის უზუნველსაყოფად”, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საჭირო 250 მილიონ დოლარს, რაც ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საჭიროა  გაზსაცავის აშენებისათვის, ამას ძირითადად ნავთობისა და გაზის კორპორაცია გაიღებს. პროექტით ასევე დაინტერესებული არის სხვადასხვა საფინანსო ორგანზიაცია.

ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, პროექტის დასაფინანსებლად მზად არიან საერთაშორისო საფინანასო ორგანზიაციები -EBRD, KFW.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორ დავით თვალაბეიშვილის ცნობით, პროექტის სულ მცირე 51%-ს კორპორაცია დააფინანსებს იქიდან გამომდინარე, რომ გაზსაცავი სტრატეგიულად მნიშნელოვანი ობიექტია.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორ დავით თვალაბეიშვილის ცნობით, გაზსაცავის მშენებლობა მოიცავს 2 ფაზას. პირველი ფაზა დაიწყება 2016 წლის ზაფხულში, რომლის დროსაც მოიპოვებენ საინჟინრო პროექტის შემუშავებისთვის საჭირო დამატებით გეოლოგიურ ინფორმაციას, რომელიც 12-15 თვის განმავლობაში დასრულდება. მეორე ეტაპზე უშალოდ სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თემურ გოჩიტაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ დამოუკიდებლბის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში დაახლოებით 10-ზე მეტი კრიზისული ვითარება შეიქმნა, როდესაც დივერსიისა თუ ეკოლოგიური პრობლემების გამო ქვეყნის გაზის მომარაგებას საფრთხე შეექმნა.

სამგორის სამხრეთის თაღი

სამგორის სამხრეთის თაღი

გოჩიტაშვილის თქმით, საქართველოს ერთადერთი ქვეყანაა მთელ სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში, რომელსაც არ გააჩნია გაზსაცავი. როგორც გოჩიტაშვილი ამბობს, გაზსაცავს ფინანასური სარგებლის მოტანაც შეუძლია იმითაც, რომ ზაფხულის გაზის ნამატი რაოდენობა შეიძლება გაიყიდოს კომერვციულ სექტორში.

კითხვაზე, გაზსაცავიდან თუ გაზი გაიყიდება, ეს ხომ არ არის შეუთავსებელი გაზსაცავის თავდაპირველ მიზანთან – ენერგოუსაფრთხოებასთან, გოჩიტაშვილი პასუხობს, რომ ეს მხოლოდ ზაფხულში მოხდება, როდესაც გაზის ნამატი რაოდენობა არსებობს.

“მოწოდება თითქმის თანაბარი გვაქვს ზამთარ-ზაფხულის პერიოდში, ხოლო ზამთარში მოხმარება არის სამჯერ მეტი, ვიდრე ზაფხულში. წლიური ბალანსის შევსების პირობებში, ოქტომბერში უნდა გვქონდეს იმდენი, რამდენიც საჭიროა. იანვარში უკვე კლებულობს მოხმარება, შეგვიძლია მოვაკლოთ. მარტში უკვე იმდენი გაზი მოდის მილსადენში, რომ ერთი მილსადენი საერთოდ რომ გაითიშოს, მაინც გვყოფნის. ამ დროს ვიწყებთ მის გაყიდვას კომერციულ სექტორში. ვაცარიელებთ იმისათის, რომ ისევ შევავსოთ ზაფხულში”, – განმარტავს გოჩიტაშვილი.

სამგორის სამხრეთის თაღი. ფოტო: ნავთობისა და გაზის კორპორაცია

სამგორის სამხრეთის თაღი. ფოტო: ნავთობისა და გაზის კორპორაცია

თემურ გოჩიტაშვილის თქმით, ეს პროექტი ადამიანური რესურსების ზრდას ხელს შეუწყობს: მშენებლობის პერიოდში 250 ადგილობრივი დაბალი კვალიფიკაციის მუშახელი დასაქმდება, ხოლო ოპერირების დაწყების შემდეგ -17 საშუალო და დაბალი კვალიფიკაციის მუშახელი, მეორე ეტაპზე კი, 17 მაღალკვალიფიური პერსონალი.

გოჩიტაშვილის თქმით, გაზსაცავი ბაზრის ლიბერალიზაციას ხელს შუწყობს. მისი აზრით, არ შეიძლება, რომ გაზსაცავს და დისტრიბუციას ერთი და იგივე კომპანია მართავდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი