ახალი ამბები

მერია: 15 აპრილიდან თბილისში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

14 აპრილი, 2016 • 1289
მერია: 15 აპრილიდან თბილისში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის განცხადებით,  15 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით, დილის 09:00 საათიდან, საგზაო სამუშაოების გამო კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე (წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარედ) საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

ასევე, 15 აპრილს, დილის 09:00 საათიდან, საგზაო სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება ი. ჯავახიშვილის ქუჩაზე. აღნიშნულ მისამართზე სრულდება ასფალტის საფარის დაგება.

გარდა ამისა, სამსახური აცხადებს, რომ დღეიდან 21 აპრილის ჩათვლით, 23:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ვახუშტის სახელობის ხიდის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის განმარტებით, შეზღუდვა თბილისში გზების კაპიტალურ შეკეთებას უკავშირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი