ახალი ამბები

„მემარცხენე ალიანსმა“ ბორჯომის რეგიონული ოფისი გახსნა

13 აპრილი, 2016 • 1173
„მემარცხენე ალიანსმა“ ბორჯომის რეგიონული ოფისი გახსნა

დღეს, 13 აპრილს, „მემარცხენე ალიანსმა“ ბორჯომში რეგიონული ოფისი გახსნა, ხოლო პარტიის ლიდერებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

პარტიის ცნობით, ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელ გია მჭედლიშვილთან ერთად „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ კახა ძაგანიამ, გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა და პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ ბორჯომის პარტიულ აქტივთან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრეს. 

მემარცხენე ალიანსის“ ლიდერების საუბარი ადგილობრივ მოსახლეობასთან  შეეხო ბორჯიმის საავადმყოფოში არსებულ მძიმე პირობებს, სადაც ფეხმძიმეები და ონკოლოგიური პაციენტები ერთ პალატაში წვანან. მათ სერიოზული პრეტენზია აქვთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებითაც, ითხოვენ სამედიცინო ავტომობილებისა და ტექნიკის განახლებას, აცხადებს “მემარცხენე ალიანსი”. 

პარტიის ცნობით, შეხვედრისას ასევე ისაუბრეს იმის შესახებ, რომ მოსახლეობას სურს, „მთის კანონი“ ამოქმედდეს ბორჯომის რაიონის მაღალმთიან სოფლებში, რაზეც პარტიის ხელმძღვანელობისგან მიიღეს დაპირება, რომ მათ მიერ წამოჭრილი საკითხები აუცილებლად დაისმება საქართველოს მთავრობის წინაშე. 

“მემარცხენე ალიანსის” ცნობით, უახლოეს მომავალში ახალციხისა და ასპინძის რაიონებშიც იგეგმება პარტიული ოფისების გახსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი