ახალი ამბები

NDI: 61%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს

13 აპრილი, 2016 • 1108
NDI: 61%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 61%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს. 34%-ს გადაწყვეტილი აქვს, თუ ვის მისცემს ხმას, ხოლო 3% ამ კითხვაზე პასუხოვს, რომ არ იცის.

NDI-ის კვლევის შედეგები 13.04.2016

NDI-ის კვლევის შედეგები 13.04.2016

 

კვლევა აჩვენებს, რომ დასახლებების მიხედვით მნიშვნელოვნად არ განსხვავდება “გადაწყვეტილ” და “გადაუწყვეტელ” მოსახლეობათა შორის თანაფარდობა.

 

NDI-ის კვლევის შედეგები 13.04.2016

NDI-ის კვლევის შედეგები 13.04.2016

მიუხედავად იმისა, რომ  61%-ს არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას, ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 66% სავარაუდოდ, გეგმავს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ხოლო 34% – სავარაუდოდ, არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი განწყობების კვლევა 2016 წლის 23 თებერვალიდან – 14 მარტამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოკითხვის პერიოდში არ იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიები: რესპუბლიკელები, ქართული ოცნება და ეროვნული ფორუმი დამოუკიდებლად დააპირებდნენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას და არა – კოალიციურ რეჟიმში.

კვლევა NDI-დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა. გამოიკითხა 3,900 ადამაიანი. კვლევის პრეზეტნაცია ორგანიზაციამ დღეს, 13 აპრილს გამართა.

კვლევა განხორცილედა წარმომადგენლობითი შერჩევით ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით მოხდა წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. კვლევა ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში.

კვლევის ავტორების განცხადებით, საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%

მასალების გადაბეჭდვის წესი