ახალი ამბები

“აუდიტორია 115” თვითმმართველობების გაუქმებასა და სტუდენტთა გაერთიანებების შექმნას მოითხოვს

13 აპრილი, 2016 • 1907
“აუდიტორია 115” თვითმმართველობების გაუქმებასა და სტუდენტთა გაერთიანებების შექმნას მოითხოვს

აუდიტორია 115″-ის მოთხოვნით, უნდა გაუქმდეს სტუდენტური თვითმმართველობები და უნივერსიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევაში სტუდენტებს მისცენ დამოუკიდებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.

“აუდიტორია 115” მიიჩნევს, რომ სათანადო ცვლილებები განხორციელდესუმაღლესი განათლების შესახებ კანონისშესაბამის მუხლებშიმათ შორის, მე-20, 27-ე, 43-ე, 45-ე, მუხლებში, რასაც შემდგომში დაეფუძნება უმაღლესი განათლების დაწესებულებების მიერ სტუდენტთა თანასწორი მონაწილეობის იდეაზე დამყარებული რეგულაციებისა და მექანიზმების შექმნა და დანერგვა.

ეს განცხადება, “აუდიტორია 115”-მა გუშინ, 12 აპრილს, გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელა, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილების სამუშაო ვერსიის გავრცელებას მოჰყვა.

სტუდენტები აცხადებენ, რომ სტუდენტთა თვითმმართველობის განხორციელების არსებული ფორმა უპირატესობას ერთ კონკრეტულ სტუდენტურ ორგანიზაციას (სტუდენტების მიერ არჩეულ თვითმმართველობებს) ექსკლუზიურად არ უნდა ანიჭებდეს

“აუდიტორია 115”-ის აზრით, კანონმდებლობამ უნდა შექმნას გარანტიები, რომლებიც წაახალისებს სხვადასხვა საკითხზე მომუშავე სტუდენტური ორგანიზაციების/საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბებას, რომლებიც კლუბური სისტემით იმუშავებენ და შექმნიან ამ ჯგუფების უნივერსიტეტის მართვის პროცესში ჩართულობისა და მათ მიერ სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების თანაბარ და თავისუფალ შესაძლებლობას.

სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ უმაღლესი განათლების დაწესებულების მართვაში სტუდენტების ჩართულობისა და მონაწილეობის იდეა უნდა განხორციელდეს უმაღლეს საგანმანათლებ-ლო დაწესებულების წარმომადგენლობით ორგანოში (სენატში და ფაკულტეტის საბჭოში) სტუდენტთა წარმომადგენლის პირდაპირი არჩევის გზით, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ დამოუკიდებელ კანდიდატებად ან როგორც რომელიმე სტუდენტური კლუბის/გაერთიანების წარმომადგენლებმა.

სენატში და საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტთა წარმომადგენელი სწავლების ერთ კონკრეტულ საფეხურზებაკალავრიატი/ მაგისტრატურა / დოქტორანტურამხოლოდ ერთხელ უნდა აირჩიონ, ხოლო არჩეული სტუდენტი არ შეიძლება ერთდროულად ორ წარმომადგენლობით საბჭოში იყოს არჩეული.

“აუდიტორია 115”-ის ინიციატივის მიხედვით, ნებისმიერ სტუდენტურ გაერთიანებას უნდა ჰქონდეს უფლება, რომ შეიმუშაოს წინადადებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს შესაბამის ორგანოს.

კანონმა ცხადად უნდა განსაზღვროს ნებისმიერი სტუდენტური გაერთიანების უფლებამოსილება, შეიმუშაოს წინადადებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს შესაბამის ორგანოს; ამასთან, კანონმდებლობამ უნდა შეინარჩუნოს ჩანაწერი სტუდენტური გაერთიანებების საქმიანობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ჩარევის აკრძალვის თაობაზე, აცხადებენ ისინი.

“აუდიტორია 115” მოითხოვს, რომ კანონში აღნიშნული ცვლილებების შეტანისთანავე უნდა გაუქმდეს დღეს მოქმედ თვითმმართველობათა სტრუქტურა საქართველოს ყველა უნივერსიტეტში, ხოლო იმ სტუდენტებს, რომლებიც თვითმმართველობის სახელით არიან არჩეული საფაკულტეტო საბჭოებში, შეუწყდეთ წარმომადგენლობის უფლებამოსილება, გამოცხადდეს ახალი არჩევნები და თვითმმართველობის წევრები ჩანააცვლონ პირდაპირი წესით არჩეულმა დელეგატებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი