ახალი ამბები

NDI: 56% ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ უნდა იღებდეს

13 აპრილი, 2016 • 1352
NDI: 56% ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ უნდა იღებდეს

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ უნდა იღებდეს.

გამოკითხულთა 66% ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს კვლავ იღებს.

საზოგადოებრივი განწყობების კვლევა NDI-დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა 2016 წლის 23 თებერვალიდან – 14 მარტამდე. გამოიკითხა 3,900 ადამაიანი. კვლევის პრეზეტნაცია ორგანიზაციამ დღეს, 13 აპრილს გამართა.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. კვლევა ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში.

კვლევის ავტორების განცხადებით, საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%.

მასალების გადაბეჭდვის წესი