ახალი ამბები

ანონსი – 13 აპრილი

13 აპრილი, 2016 • 2047
ანონსი – 13 აპრილი

10:00 საათზე, დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება. მის: თბილისის მერია (ჟ. შარტავას N7)

10:30 – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას მარტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენენ. სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, .მ კოსტავას 14.

10:30 – “პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დამცველის” ხელმძღვანელი ირინა ფუტკარაძე “ფრიდომ ჰაუსის” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული

11:00 – “პირველ პრესკლუბში” “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” წარმომადგენლები: ადვოკატ გიორგი მდინარაძის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი და “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” გამგეობის თავმჯდომარე ნინო ელბაქიძე მდინარაძის ცემის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ. პრესკონფერენციას დაესწრება დაზარალებულიც. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული,

11:30 – “პირველ პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ტექნიკური უნივერსიტეტის (გეპეი) თანამშრომელები რექტორის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ

12:00 –  “პირველ პრესკლუბში” “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ფრიდომ ჰაუსის ანგარიში. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

13:00 საათზე ეკონომიკის და სამართლის საერთაშორისო საბჭოს (ICEL Council of Economics and Law) წარმომადგენლები ირაკლი თედორაძე, დავით თედორაძე, გიორგი შარმიაშვილი, დეა გოშხეთელიანი პრესკონფერენციას გამართავენ.

15:00 საათზე  ნატოს კვირეულის ფარგლებში გაიმართება პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას ლექცია თემაზე: „საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში; გამოცდილების გაზიარება“ . მის: ნატოს სამეკავშირეო ოფისი, წინამძღვრიშვილის ქ.162.

15:00 საათზე დედაენის ბაღში (კაფე NAUKA) გაიმართება პრესკონფერენცია, “სადაც შეიტყობთ Tbilisi Open Air 2016-ის ლაინაფს, ახალ ლოკაციას, თარიღებს და ყველა სხვა მნიშვნელოვან დეტალს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი